აშშ-მ უკრაინას 80 ათასი კგ საბრძოლო მასალა გადასცა 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დღეს უკრაინამ აშშ-ისგან 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.

"დღეს უკრაინამ მიიღო 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა აშშ-სგან, ეს არის მეოთხე დახმარება აშშ-დან, 60$ მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში უკრაინისთვის გამოყო. ამით ბაიდენმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატებას. 2014 წლის შემდეგ აშშ -მა უკრაინას 2.5$ მილიარდის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა" , - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი