მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს - დიტო საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს- ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.

ტესტი კი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ პენიტენციურის კოვიდინფიცირებულ თანამშრომელთან მას კონტაქტი ჰქონდა:

ეს ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

დღეს შიმშილობის 46-ე დღეა. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი