"მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციაზე შთაბეჭდილების ქვეშაა... თვლის, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტებულია" | დიტო საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების ქვეშაა, როგორც მისი ფორმით, ასევე ეფექტიანობით. ამის შესახებ დიტო საძაგლიშვილმა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

​"ის შთაბეჭდილების ქვეშაა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც ამ აქციის მშვიდობიანი ფორმით, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით. ამბობს, რომ რეალურად მთავარი მოთხოვნაა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და მისი შიმშილობა და გათავისუფლება სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია და ამიტომ არ უნდა "გაიბლაროს" მიზანი საშუალებისგან.

ასევე ის თვლის, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტებულია და დღევანდელი ეფექტიანი მსვლელობის შემდეგ, სწორედ იმიტომ ვერ გაბედა ძალის გამოყენება, რომ დასუსტებული რეჟიმის პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სულ უფრო და უფრო რთულდება",-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს, ოპოზიციის აქცია გაიმართა. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი