მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრებს ისევ არ უშვებენ | ვინ არის და რა კომპეტენცია აქვს მანანა ელეფტეროვას

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და მისი გადარჩენის შანსი ნულოვან ნიშნულამდე დავიდეს - ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის გეგმა და ქართული ოცნების მთავარი დასყრდენი.

ამ გეგმის განხორციელებაში იუსტიციის მინისტრთან ერთად ახლა ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსია. თამთა დემურიშვილი ყველა გზით, მათ შორის ტყუილებით ცდილობს გააჭიანუროს დრო, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს.

სწორედ დემურიშვილის განკარგულებით, სამედიცინო კონსილიუმის წევრებს უკვე 10 დღეა არ აქვთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოკვლევის საშუალება. მაშინ როდესაც არავინ იცის რა ნიშნულზეა შიმშილობის 45 დღეს სასიცოცხლო პარამეტრები, გლდანის ციხის სამედიცინო პუნქტის ახლადდანიშნული ხელმძღანელი, რომლის კომპეტენციაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამტკიცებს რომ პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია, და ეს არ არის ელეფტეროვას ერთადერთი უპასუხისმგებლო განცხდება 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი