"მტკიცედ ვუჭერთ მხარს ომბუდსმენის აპარატის მუშაობას, მასზე თავდასხმები შემაშფოთებელია" | ევროპარლამენტარების წერილი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. წერენ, რომ ომბუდსმენის აპარატი ქართულ საზოგადოებაში გადამწვყვეტ როლს ასრულებს.

წერილში ასევე საუბარი ეხება სახალხო დამცველის განცხადებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები წერენ, რომ ისინი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და მისი უფლებების დაცვას ელიან. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქ-ნი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი დიდებას იმსახურებს მათი მუშაობისთვის და მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმები ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენ აღვნიშნეთ ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემის აუცილებლობის შესახებ. მისი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობაზე N18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და ველით, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

2017 წლიდან ქალბატონი ლომჯარია სამაგალითოდ ხელმძღვანელობს, ის არ იშურებს ძალისხმევას, რომ დაიცვას ადამიანების უფლებები, ხელი შეუწყოს კარგ მმართველობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ბირთვი და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ სფეროში - განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება. ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია სახალხო დამცველი, რომელიც თავის მოვალეობებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ასრულებს.

მის მნიშვნელობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი და გრანტები, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) პროექტები, მხარს უჭერს ამ ინსტიტუტს. ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა თავიანთი მოვალეობების უდიდესი ერთგულებით შესრულებული წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნებაში. ისინი სარგებლობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითა და მხარდაჭერით.

ეჭვგარეშეა, ისინი უნდა შეაქო და არა გააკრიტიკო, საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მათი ერთგულებისთვის",-ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი