ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ | "ოცნების" გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრებმა უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ მიიღებს.

"მესამე საკითხი ეს იყო, დეპუტატებისთვის, ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათი ორჯერ უკვე მომართვის მიუხედავად, ჩვენ მათ უფლებამოსილებები არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია ჩვენ უკვე მათ ნებას დავყვებით და საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ერთი მათგანის საკითხი ამ მიმართულებით უკვე გავლილია საპროცედურო კომიტეტზე, მეორე მათგანის საკითხი ხვალ დილით განახლდება და ალბათ, მოესწრება მისი საკითხის გამოტანაც",-თქვა მამუკა მდინარაძემ.

​ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, პარლამენტის დატოვება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი