ვერც ერთმა ადამიანმა, ჯერჯერობით, ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა სამედიცინო სერვისის გაწევის საჭიროება არსებობს დღეს, რის გამოც, ის უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ამავე დროს, გვესმოდა განცხადებები, გადაიყვანეთ საავადმყოფოში - საავადმყოფოშია, გვესმის მოწოდებები, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში - ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ისე ხმოვანდება ოპოზიციის ფეიკ მესიჯები თითქოს, ის არაა საავადმყოფოში, ამ დროს საავადმყოფოშია, თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია.
მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია, შეგიძლიათ, მითხრათ? რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს? კატე სჭირდება? სჭირდება? ჯერ ერთი, არის, მულტიფუნქციური კლინიკაა. მეორე, "შესაძლოა, დასჭირდეს", თქვენ რასაც ბრძანებთ, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. დღეს რა სჭირდება?
თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე.