რესპუბლიკის მოედანი, აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი | პროტესტი ავტოკოლონებით, ხვალ 14:00

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ხვალ, 16 ნოემბერს გასამართი აქცია დააანონსა. ამბობს, რომ პროტესტი ავტო-კოლონების სახით სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე, 14:00 საათზე დაიწყება.

ხვალ გაიმართება მომდევნო საპროტესტო აქცია თბილისში, აქცია-მსვლელობა ავტო-კოლონებით, სამი შეკრების ადგილი, 14:00 საათზე, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანსა და ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან... ევროკავშირის და საქართველოს დროშებით გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე, - ამბობს ნიკა მელია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი