მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენციის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია." - ნათქვამია ინფორმაციაში

მესამე პრეზიდენტის კოვიდინფიცირების საშიშროება მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი