"დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში"- მდინარაძე კონსილიუმის საჭიროებას ვეღარ ხედავს

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილისთვის ექიმთა კონსილიუმის საჭიროებას ვეღარ ხედავს და ამბობს, რომ კონსილიუმი საჭირო იყო რუსთავის დაწესებულებაში, ახლა კი მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია და თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდება, აღმოუჩენენ 

კონსილიუმი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო დაწესებულება. დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში. მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის მედპერსონალი და კონკრეტული არაერთი ექიმი.

სხვადასხვა ბრიგადებიდან მივლინებული არიან ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხვა პროფილის, შესაბამისად თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, მათ შორის რეანიმაცია დაუშვათ, პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, არ შევალ სიღრმეში, მას გაეწევა" - განაცხადა მდინარაძემ

შეგახსენებთ, რომ კონსილიუმის წევრები გუშინ, 14 ნოემბერს, გლდანის დაწესებულებაში სამუშაო საათების ამოწურვის მიზეზით, 2 საათიანი ლოდინის შემდეგ არ შეუშვეს. ექიმები გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არც დღეს შესულან. მათთან შეხვედრას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი