
ავსტრიაში აუცრელი მოსახლეობისთვის ე.წ ლოქდაუნი დაწესდა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი არ სრულად აცრილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
არავაქცინირებულ პირებს სახლის დატოვება შეზღუდული მიზეზების გამო შეეძლებათ, როგორიც არის მუშაობა, ან საკვების ყიდვა. მათ შეზღუდული ექნებათ გადაადგილება, რესტორნებით, ბარებითა და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება.
ამ მონაცემებით, ავსტრალიის მხოლოდ 65%-ია აცრილი, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვების დაწესება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.