იუსტიციის სამინისტრო ომბუდსმენთან არ თანამშრომლობს - მთავრობა რეკომენდაციების უმეტესობას არ ასრულებს

გამოქვეყნდა:

2018 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების 20% შეასრულა, 19% ნაწილობრივ, დანარჩენი კი შეუსრულებელია, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში სახალხო დამცველმა ისაუბრა.

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს წარადგენს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ყველაზე ურჩი უწყება იუსტიციის სამინისტროა, რომელიც ომბუდსმენის თქმით, სალახო დამცველი ოფისთან არ თანამშრომლობს. ყველაზე მეტი შეუსრულებელი რეკომენდაცია კი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.

ლომჯარიამ დღეს გამოუძიებელ საქმეებზეც ისაუბრა, მათ შორის თემირლან მაჩლიკაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებზე. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთან არც პროკურატურა თანამშრომლობს, ინფორმაციის გადამოწმებას სახალხო დამცველის ოფისი სხვა გზებით ახდენს. ლომჯარია შესრულებულად არ თვლის ომბუდსმენის გაცემულ რეკომენდაციებს მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეების გამოძიებაში.

იუსტიციის სამინისტრომ არ ითანამშრომლა ჩვენთან, არ მოგვაწოდა არც ერთი ინფორმაცია და არც ერთ წერილზე არ გაგვცა პასუხი.. ასევე პროკურატურამ არ ითანამშრომლა და არ მოგვაწოდა ინფორმაცია, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბევრად უფრო ხმაურიანია, პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი