დარჩენილი 30 ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

მაჟორიტარული, დარჩენილი 30 ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ტაქტიკამ, რომელიც პარტიებს შორის ურთიერთშეთანხმებას გულისხმობდა, უპრეცენდენტო შედეგები მოიტანა და ეს ბიძინა ივანიშილის დაასამარცხებლად მთავარი იარაღია.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟმის გარანტირებული დამარცხებაა, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი