
მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რეგიონებში, შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა იყოს უკეთესი, თუმცა პირველ ეტაპად თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება მიიჩნევა.
მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობასა და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის, - ამბობს ვაშაძე.