
2015-2020 წლებში ლობისტურ მომსახურებაზე საქართველოს მთავრობამ ჯამში ხუთ მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა, - ინფორმაციას ამის შესახებ IDFI-აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, გაფორმებული ხელშეკრულებები ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის და ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ასაჯაროებს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები ლობისტურ მომსახურებაზე არის ძალიან მაღალი და ყველაზე პრობლემატური არის ის, რომ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. ჩვენ გამოვიყენეთ აშშ-ს მონაცემთა ბაზა, სადაც ატვირთულია ეს ხელშეკრულებები და ატვირთულია ინფორმაცია გადარიცხული თანხების შესახებ, - ამბობს IDFI- ს წარმომადგენელი ქეთი კუკავა.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ლობისტების გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.