საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა - ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე

გამოქვეყნდა:

"საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა" - "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას აკრიტიკებს, რომელიც დღეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის შიდა მდგომარეობა ადვილად "არავის უნდა გამოაყენებინოს".

"საქართველო, ეს არ არის ასე ვთქვათ ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც უნდა გაიაროს და შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო არაერთმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე ექიმმაც.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი