საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით | თბილისში ოპოზიციის მორიგი აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ოპოზიცია ავტოკოლონებით თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას იწყებს. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის ხეივანისა და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძრნენ. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პროტესტის მიზანი და მოთხოვნები იგივეა, ფორმები კი იცვლება. მათივე თქმით, პროტესტი მანამდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს. 

"ჩვენ აქციები გაგრძელდება პერმანენტულად, იქნება უფრო მწვავე. ეს არ იქნება დედაქალაქის ერთ ლოკაციაზე, ლოკაციებიც გაიშლება, პროტესტი გაიშლება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ გვესმის, რომ ყველა საათი, ყველა წუთი არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს. ოპოზიცია მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი