
ბათუმში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მიხეილ სააკაშვილის ორმა მხარდამჭერმა შიმშილობა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაა.
მოშიმშილეები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. მათი შეფასებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ქვეყანაში ძალადობას ახალისებს და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება.
კახა მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე მოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთონ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.