არავის მივცემთ შესაძლებლობას, ეს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად აქციოს - სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხის "თვითმიზნად გამოცხადება არაგონივრულია". 

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს საკითხი "საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად აქციოს".

"არაგონივრულია ახლა ამ ვითარებაში სააკაშვილის გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად. თუკი და როდესაც ამის კონკრეტული აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი სურვილებიც საპროცესო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რამდენადაც ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და რეალური სიტუაცია, მაგრამ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი აქციოს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად და საშუალებად", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი