ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ მისი შემდგომი პერიოდისთვის | თალაკვაძე "ენმ"-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არა არჩევნებისთვის, არამედ "მისი შემოდგომი პერიოდისთვის ემზადებოდა".

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს, "მარცხისგან ყურადღება ნებისმიერ საკითხზე გადაიტანოს", რომელიც საზოგადოებაში რაიმე ემოციას შექმნის.

"ოპოზიციის რადიკალური ბანაკი, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ემზადებოდნენ, არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის. სწორედ ეს პერიოდი არის ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ პოლიტიკური მარცხისგან ყურადღება გადაიტანოს სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც შეიძლება რაიმე ემოცია შეიქმნას ჩვენს საზოგადოებაში", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი