
"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც" - ამბობს, თბილისის მერი კახი კალაძე.
როგორც მან აღნიშნამ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან ახლა მისთვის "მთავარი საქმეა".
"მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი", - ამბობს კალაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთი აქცია გაიმართა.