იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
საზღვრის დადგენის საკითხზე მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გვაქვს, რომ დადგინდება სიმართლე. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დავით გარეჯობაა და სრული მობილიზაციია გამოცხადებული ჩიჩხიტურის მონასტერთან, სადაც დღეს დილიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრები და ქართული დანაყოფები იმყოფებიან.
პატრულირების გაძლიერების მიზეზი, აზრებაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან პროვოკაცია იგეგმება.