"სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება" - საძაგლიშვილი მოსამართლეზე

გამოქვეყნდა:

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე უფლებადამცველებმა მოსამართლეს სახელითა და გვარით მიმართეს, რასაც მისი, დავით კურტანიძის პროტესტი მოჰყვა. 

დიტო  საძაგლიშვილი ამბობს, რომ სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება, რადგან ის ისტორიულად სამარცხვინო პროცესში მონაწილეობს. 

"დღეს სასამართლოში ჩატარებულ სხდომას ჰქვია ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომა მთელი სხდომა სასამართლო და ბრალდების მხარე ამტკიცებდნენ რატომ არ უნდა მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის მოყვანა დარბაზში. დავით კურტანიძეს არ ესიამოვნა, როდესაც ჩვენ მას მივმართავდით სახელით.  სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება ასევე უნდა რცხვენოდეს ყველა იმ მოსამართლესა თუ პროკურორს, რომელიც მონაწილეობს ამ ისტორიულად სამარცხვინო პროცესში",- ამბობს დიტო საძაგლიშვილი 

ცნობისთვის, პროკურატურამ მესამე პრეზიდნეტს ბრალი ოფიციალურად 1 თვის წინ წარუდგინესთუმცა პროცესი მხოლოდ დღეს ჩაინიშნა. თავად ბრალდებული ამჯერადაც მზაობას გამოთქვამდა პროცესზე დასასწრებად, მაგრამ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ამის ნებართვა კვლავ არ მისცა.

ამავე თემაზე:

"სირცხვილია მართლმსაჯულება ემალებოდეს ადამიანს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია" | ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი