საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" მზად არის, უახლოეს დღეებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდეს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები.
საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის - მზად ვართ, შევიკრობოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ, - განაცხადა ბაქრაძემ.