იუსტიციის მინისტრი რეჟიმს ამძიმებს - რატი ბრეგაძე ტოტალიტარული სახელმწიფოს საუკეთესო ტრადიციებში მოქმედებს და მოშიმშილე პოლიტპატიმარს სამედიცინო მომსახურებას უზღუდავს.
მინისტრი უარს ეუბნება ყველა ექიმს, ვისაც თავად პატიმარი ან თუნდაც ხელისუფლება ენდობა. არც სახელმწიფო და არც ალტერნატიული კონსილიუმის არსებობის აზრს იუსტიციის მინისტრი ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხეში სააკაშვილს მდგომარეობა სტაბილურია და მისი სრულყოფილი სამედიცინო მონიტორინგი მიმდინარეობს.
მაგრამ მინისტრის ამ აზრს არ იზიარებს არცერთი მედიკოსი და არცერთი უფლებადამცველი. უფრო მეტიც, სახალხო დამცველი იძულებულია სამედიცინო ჯგუფი საკუთარი ეგიდით შექმნას და ისე მოითხოვოს მედიკოსების შესვლა მოშიმშილე პოლიტპატიმართან.