"დემურიშვილი უმძიმეს დანაშაულს ჩადის... დღეს შევიდა მიხეილ სააკაშვილის პალატაში და რეანიმატოლოგზე იკითხა, ვინ არისო" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების ექიმები ერთმანეთს არ იცნობენ. როგორც ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, ვინ მკურნალობს მესამე პრეზიდენტს, უცნობია საზოგადოებისთვისაც.

ადვოკატი ამბობს, რომ ექიმების კოალიფიკაციის შესახებ მონაცემები ყველასთვის უცნობია.

"ვინ არიან ექიმები, ექიმები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. იქ რომ ექიმები მუშაობდნენ ამ ხნის განმავლობაში, ხო აბსურდია, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ. თამთა დემურიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი ამ ყველაფრის, უმძიმეს დანაშაულს ჩადის, სხვა თუ არაფერი, პაციენტის საფრთხეში ჩაგდებაა, რასაც ის აკეთებს. დღეს თამთა დემურიშვილი შევიდა სააკაშვილის პალატაში და რეანიმატოლოგზე იკითხა, ეს ვინ არისო.

თქვენ წარმოდგენლი გაქვთ, ეს რომ რეანიმატოლოგი იყოს, რომელიც იქ მუშაობს, რომ არ იცოდეს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ვინ არის", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი