ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს.

"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ეთანხმება, სახალხო დამცველს რთავს მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, რომ სასამართლოს საქართველოს მთავრობისთვის მოეწოდებინა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ 
გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი