მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პირადი ექიმი ისევ არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა ისევ ვერ მოინახულა. პენიტენციური ნიკოლოზ ყიფშიძეს მეორე დღეა ციხის საავადმყოფოში არ უშვებს. ის გუშინ პაციენტის მონახულებას რამდენიმე საათი ელოდებოდა.

"მიზეზი სულ სხვადასხვანაირია, ხან დაკავებულია, ხან მითხრეს, რომ მოიცადეთ, ბოლო მიზეზი მითხრეს, რომ უკვე ძალიან გვიანაა და შესვლა ჯობია გადავდოთ ხვალ, ზეგ. მე არ ვიცი რას შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არანორმალური ფაქტია მემგონი, ჩემი აზრით, ამის მჯერა მე, რომ ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი, უკვე მესამე დღეა მემგონი", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი მიხიელ სააკაშვილის მონახულებას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი