პოლიტიკაზე მაღლა დგას პაციენტის სიცოცხლე - ექიმები დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

ექიმები მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებენ - მედიკოსები დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეიკრიბებიან იმისთვის, რომ კარლ ჰარცელს საკუთარი სათქმელი მიაწვდინონ. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"ვაპროტესტებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი უფლებების დარღვევას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების წართმევას და იმას, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ადამიანმა არ იცოცხლოს. 

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკაზე მღლა დგას ადამიანის სიცოცხლე და ვითხოვთ პაციენტს ყველაფერი გაუკეთდეს, რათა გამოჯანმრთელდეს", - თქვა, საქართველოს გასტროენტოლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, მანანა ჯებაშვილმა. 

ამავე მოთხოვნით რამდენიმე ექიმმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი