
რუსთავის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ. მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში.
ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ რუსეთის დავალებაა და მართველი პარტია ამ დავალებას ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მათი თქმით, შიმშილობა მანამ გაგრძელდება სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს 6 წვერი მეორე დღეა შიმშილობს.