"მოსწრებაზე არიან, რომ ხარკი გადაიხადონ" - ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო რიგგარეშე სხდომებს ატარებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაახლოებით 25 წუთში დასრულდა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ძველი მოწვევის საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიის ქონება აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცეს.

საუბარია ძირითადად 34 საცხოვრებელ ბინაზე. "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ის ბინებია, რომლებშიც წლებია მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა ამ დრომდე მათ საკუთრებაში ვერ გადაიფორმეს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ხმის სანაცვლოდ გაცემული დაპირებების შესრულება დაიწყო. ისინი ეჭვობენ, რომ ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევის დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტსაც დაამტკიცებენ.

"სხდომა სხდომაზე ტარდება, გამოტანილია უამრავი ისეთი საკითხი, სადაც ხარკს იხდიან რეალურად. დღეს ბიძინა ივანიშვილსაც კი უხდიან ხარკს ერთ-ერთი თავისი მშენებლობის კოეფიციენტის ზრდის სახით. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს დრო, რომ ვერ შეძლოს ახალი მოწვევის საკრებულომ ოპოზიციური უმრავლესობით შესაბამისი საკითხების განხილვა, მოსწრებაზე არიან, რომ გადაიხადონ ხარკი", - თქვა "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულო ოპოზიციურია და დღევანდელ შემადგენლობას ლეგიტიმაცია არ აქვს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი