"გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი" - ექიმების აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

გამოქვეყნდა:

ექიმები მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებენ - მედიკოსები დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ. მედიკოსებს სურთ, კიდევ ერთხელ შეახსენონ ელჩს, კარლ ჰარცელს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება.

მათი თქმით, მესამე პრეზიდენტი ახლა სიკვდილის ზღვარზეა და ხვალ, შეშფოთების გამოხატვა შესაძლოა, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდეს.

"გვინდა მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმებს, სამედიცინო სფეროს მუშაკებს, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებს გვინდა, ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი, არა მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას. სამედიცინო ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს ყოველ წუთს", - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ სურგულაძე.

ცნობისთვის, დღეს უკვე 48-ე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ხელისუფლებას უკვე არაერთმა ექიმმა მიმართა მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც მისთვის პროფესიონალების მიერ შესაბამისი დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი