პარლამენტში პარტია "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-15 დღეა შიმშილობს, "ქართული ოცნების" ლიდერები მივიდნენ.
ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიასთან რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"დროას" ლიდერის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს თავად მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.