
რეჟიმმა გადაკვეთა წითელი ხაზები და სწრაფი ტემპით აყალიბებს რუსული ტიპის ავტოკრატიას! - აცხადებს ნიკა მელია და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, პარასკევს, 3 საათზე დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობებში მიიღონ მონაწილეობა.
დღეს ძალიან მკაფიო არჩევანია - ევროპა, დასავლეთი თუ ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი.
ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები, მოვარღვიოთ მხოლოდ ძალასა და ფულზე მდგომი რეჟიმი, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და ისევ დავუბრუნდეთ დასავლურ გზას!
ჩვენ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში არ არსებობს უკან დასახევი გზა!
რეჟიმი უნდა ვარყიოთ სანამ არ ჩამოინგრევა! - ნათქვამია მელიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, საპროტესტო მსვლელობები ერთდროულად დედაქალაქის 3 სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება - მეტროსადგურ "ავლაბრიდან", მეტროსადგურ "სადგურის მოედნიდან" და მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან"