ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, გლდანის ციხისკენ ავტომობილებით მსვლელობა იწყება.
მოქალაქეები ციხისკენ სიგნალებითა და დროშებით მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად მიდიან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში არ დაიღლებიან და სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
ცნობისთვის, პარასკევს 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მასშტაბური მსვლელობა დააანონსა. მსვლელობა დედაქალაქის 3 სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება - მეტროსადგურ "ავლაბრიდან", მეტროსადგურ "სადგურის მოედნიდან" და მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან".