ამ წუთებში პოლიციის ძალით, ზუგდიდის საკრებულოს შენობის დარბაზს მოშიმშილეებისგან ათავისუფლებენ. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
დაპირისპირებისას, ერთ-ერთი მოშიმშილე ქალი შეუძლოდაც გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ადგილზე ვითარება დღეს დილიდან დაძაბული იყო. ძველი მოწვევის "ოცნების" საკრებულო ბიუჯეტის მიღებას გეგმავდა, რისთვისაც ხელის შეშლას შეეცადნენ საკრებულოს ახალი მოწვევის მოშიმშილე დეპუტატები და სხდომათა დარბაზში გააგრძელეს პროტესტი.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ "ოცნების" წევრები ბიუჯეტის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობენ და ამიტომ ჩქარობენ მის დამტკიცებას.