ომბუდსმენის წინააღმდეგ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი მის წინააღმდეგ ორგანიზებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე საუბრობს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სისტემატურად მახინჯდება ომბუდსმენის განცხადებები, რაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, ნდობის დაკარგვას იწვევს. 

ნინო ლომჯარია მედიასაც მიმართავს, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც მაგალითად სისტემატურად მახინჯდება სახალხო დამცველის განცხადებები. ტყუილით, არასწორი ფორმით სისტემურად გავრცელება რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობაზე და იმიჯზეც, რადგან საზოგადოება შეცდომაში შედის და ინსტიტუტის მიმართ ნდობა ეკარგება - განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც  2018 წელს, ომბუდსმენის გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ.

ნინო ლომჯარიამ სიძულვილის ენაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჯარო პირის მხრიდან ასეთ ფაქტებზე ომბუდსმენი რეაგირებას ახდენს, თუმცა კერძო პირების შემთხვევაში ეს მათ მანდატში არ შედის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი