მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის პოზიციის დაფიქსირებისათვის ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს. გზავნილი ციხიდან მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გამოიტანა:
"ჩვენ მადლიერებას გამოვახტავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა, და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის ბატონ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე, ეს პრეზიდენტის პოზიციაა" განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
გაფართოებულმა კონსილიუმმა დადოს დასკვნა, შემდეგ კი კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ - ეს განცხადება გააკეთა ამირან გამყრელიძემ გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
"ოცნების" დეპუტატმა დავით სერგეენკომ კი დღეს თქვა, რომ გლდანის ციხეში, შესაბამისი პირობები არქონის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უნდა იზრუნონ.