ერთადერთი, როცა შეიძლება გარკვეული მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, თუ ამაზე დაელაპარაკება პირადი ექიმი - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს უზრუნველყოს პაციენტთან მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შეშვება. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი წამლებს არ იღებს და ერთადერთი შემთხვევა, როცა მან შეიძლება გარკვეული მედიკამენტები მიიღოს პირადი ექიმის ჩარევის შემთხვევაში მოხდება.

"მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ვიზიტები მე-18 დაწესებულებაში. როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, რამდენიმე დღეა ნიკა ყიფშიძე ვერ ახერხებს პრეზიდენტის მონახულებას. ამ ეტაპზე წამლებსაც არ იღებს, ერთადერთი შემთხვევა, როცა მან შეიძლება გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, ეს არის, თუ ამაზე დაელაპარაკება მისი პირადი ექიმი, სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს პირადი ექიმის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, რათა შესაძლებელი გახდეს იმ ელემენტარული და ძალიან სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტოზური მკურნალობის მიღება, რაც უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენას ემსახურება", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძეს გაურკვეველი მიზეზებით პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას რამდენიმე დღეა არ აძლევს. ის ციხეში შესვლას დღესაც აპირებს, თუმცა უცნობია შეძლებს თუ არა ამჯერად მაინც მიხეილ სააკაშვილის ნახვას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი