თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ხაბურზანიას დაკითხვა მიმდინარეობს, დემნა ჯაფარიძე მოსამართლემ უკვე გამოკითხა.
მასთან ბევრი კითხვა ჰქონდა დაცვისა და ბრალდების მხარეებს.
ჯაფარიძეს კითხვებს უსვამდა თავად ნიკა გვარამიაც - მე კარგი დირექტორი ვიყავი რუსთავის 2-ის, კი თუ არა? - მიმართა ნიკა გვარამიამ დემნა ჯაფარიძეს და წლების მიხედვით, დეტალურად გაიხსენეს თანამშრომლობის პერიოდი.
ჯაფარიძემ, რომელიც ამჟამადაც რუსთავი 2-ის თანამშრომელია, სასამართლო პროცესზე დღეს თქვა, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის წლებში, ტელეკომპანია წაგებაზე არასდროს გასულა.
დემნა ჯაფარიძეც და გიორგი ხაბურზანიაც პროკურატურის მოწმეები არიან. მათ პირველად ჩვენებაში პროკურატურისთვის ნათქვამი აქვთ, რომ 2015 წლის შემდეგ, რუსთავი 2 წაგებაზე წავიდა. ეს კი ის პერიოდია, რაც ტელეკომპანიამ ხელშეკრულება "ინტერმედია +"-სთან გააფორმა.
იქამდე კი ტელეკომპანია გაყიდვების სახლ "ინტერმედიასთან" თანამშრომლობდა, რომელთა მეწილეებიც იყვნენ ხაბურზანიაც და ჯაფარიძეც.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.
ამავე თემაზე:
დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია სასამართლოში "სირცხვილიას" შეძახილებით შეაცილეს