SOS: ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა გამოაცხადეს შიმშილობა, 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა - უგულავა

გამოქვეყნდა:

შიმშილობა დაიწყეს ფოთის საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმაც. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიგი უგულავა ავრცელებს და წერს, რომ მათზე თავდასხმა იგეგმება:

"SOS:

დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა არჩილ ხულორდავამ, ანიტა ჯოჯუამ და ლაშა რუხაიამ გამოაცხადეს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ისინი ენმ-ს ფრაქციის ოთახში იმყოფებიან.

დღეს 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა" წერს გიგი უგულავა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი