კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საჭიროებას ვერც 2024 წელს ხედავს - ოპოზიციის მწვავე შეფასება თბილისის მერის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საჭიროებას ვერც 2024 წელს ხედავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის უპირატესი ყოველთვის შერეული სისტემა იყო.

მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ შერეული სისტემის გახანგრძლივებით, მმართველი პარტია ხელისუფლების მიტაცებას ცდილობენ. თუმცა, ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება.

„დარწმუნებული იყოს ყველა, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციულად ჩატარდება და „ქართულმა ოცნებამ“ და კალაძემ იმაზე იფიქრონ, 2024 წლამდე კი არა, ოქტომბრამდე როგორ უნდა მიაღწიონ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ხელისუფლებამ რომ მოქალაქეები „გადააგდო“, ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. მისი შეფასებით, პროპორციული სისტემაზე უარის თქმით, მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„კარგია“, როცა ასე ღიად იძახიან, ეს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმურ ბრაზს გამოიწვევს, კიდევ უფრო მეტი მობილიზება იქნება მშვიდობიანი მობილიზებისთვის და კიდევ უფრო მობილიზება იქნება არჩევნებზე მათი ძალიან მწარე დამარცხებისთვის“ - განაცხადა ბოკერიამ.

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ პროპორციული სისტემის საფრთხეები დაინახა და ახლა აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს, მმართველმა პარტიამ ქვეყნის მთავარი კანონიდან  უნდა ამოიღოს მუხლი, რომლის მიხედვით 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი