მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ჰარცელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს მიესალმება.

 "მივესალმები სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია",-წერს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ექიმების ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 16 ნოემბერს შექმნა. სამედიცინო კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტი გუშინ საღამოსვე მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტების საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გასაჯაროვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი