"მორიგი შემთხვევაა, როცა პროკურატურამ მოიყვანა ბრალდების მოწმეები და რეალურად ისინი აღმოჩნდნენ სასარგებლო ჩვენების მიმცემი ხალხი. უნდა გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ, მაგრამ ჩვენება იყო კორექტული ჩემი შეფასებით და ნამდვილად ასახავდა ობიექტურად იმ გარემოებებს, რაც იყო. ორივეს მხრიდან დიდი მადლობა იმ შეფასებისთვის, რომ საქართველოში საუკეთესო მედიამენეჯერი ვარ"
განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის საქმეზე, სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც პროკურატურის მთავარმა მოწმეებმა, დენა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ რეალურად მისი სასარგებლო ჩვენება მისცეს