ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რომელსაც არ გადავუხვევ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ცხადია, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში - განაცხადა ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

ხოშტარია შიმშილობის 2 კვირის თავზე თავმჯდომარე კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ მოინახულეს.

მოშიმშილე დეპუტატის თქმით, "ოცნების" წევრებს შესთავაზა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გზები და ვერსიები - მათ აქვთ არც თუ ისე ბევრი დრო იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება  - ამბობს ელენე ხოშტარია

მისივე თქმით, მზად არის კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ან პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის ჩიხში გადავარდნა რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს ვიზამთ და ეს სიმტკიცე მე მათ რა თქმა უნდა, გავუზიარე. ჩემი ამოცანა არ არის ამ საკითხში არავის კედელთან ან კუთხეში მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი, თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, რომელშიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის, ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე. მე ვერ მივცემ თავს უფლებას ვისაუბრო კობახიძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად, მე არ ვიცი, რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე, იმედს ვიტოვებ , რომ ესმით, მაგრამ არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება. მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, მათ შევთავაზე და რა თქმა უნდა, მათ აქვთ დრო, არც თუ ისე ბევრი იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში უკვე 2 კვირაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი