პარლამენტში, მოშიმშილე დეპუტატებთან მიხეილ სააკაშვილის დედა იმყოფება. გიული ალასანია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების გარდა, გიული ალასანია ელენე ხოშტარიას მონახულებასაც გეგმავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, უკვე 2 კვირაა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ელენე ხოშტარიას გარდა, პარლამენტში შიმშილობს 9 ოპოზიციონერი დეპუტატი. მათი მოთხოვნა იგივეა - გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში.