იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მიუღებელია - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მიუღებელია:

დაცულ უნდა იყოს ყოფილ პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც პატივის და ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია" აცხადებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი