
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრები ერთ აზრზე არიან. მისი თქმით, საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა განხილვა მალე დასრულდება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ის ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.
"ჯერ საბოლოო დასკვნებამდე არ მივსულვართ, მაგრამ უკვე ფინიშისკენ მიდის. კარგი არის ის, რომ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ.
მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ეს არც არის გასაკვირი, მას უკვე დაეწყო მეტაბოლური ცვლილებები, ჯერ სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ არის უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპია",- თქვა გიორგი გრიგოლიამ.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი უკვე რამდენიმე საათია მსჯელობს და დასკვნას ამზადებს.