თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ბინალი ჩამქოზი საქართველოშია

გამოქვეყნდა:

თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება "ჯაჭვის" ლიდერი თავისუფალია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ბინალი ჩამქოზი, რომელსაც თურქეთის კანონმდებლობით 280 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის აგვისტოში შემოვიდა. როგორ მოხვდა თურქული მხარის მიერ ძებნილი პირი საქართველოში არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მას საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს. პირისთვის კი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილება, ყველაზე მარტივი გზა საქართველოში უკანონოდ შემოსასვლელად, თურქეთი-მარადიდის საზღვარია. 

ჩამქოზისა და მის დაჯგუფებას ბრალად იზმირის ვიცე-მერის აფეთქება და მკვლელობის მცდელობა ედება. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩამქოზიმ ეს აფეთქება საქართველოდან დაგეგმა, 12 იანვარს მისი დაჯგუფების წევრებმა იზმირის ვიცე-მერის მკვლელობა სცადეს და სავარაუდოდ, ამის შემდეგ თურქ სამართალდამცველებს საქართველოში გამოექცნენ. ხუთი თვის მანძილზე, ბათუმის ცენტრში ორ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

როგორც ჩანს, ქართველმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები მხოლოდ თურქი კოლეგების მოთხოვნის შემდეგ დააკავეს. დააკავეს დაჯგუფების ცხრა წევრი, თუმცა არა ლიდერი. სასამართლოში პროკურატურას ბინალი ჩამქოზი არ უხსენებია, მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები კი ირწმუნებიან, რომ ის ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს. 

იცოდნენ თუ არა ქართულმა სპეცსამსახურებმა თურქი დამნაშავეების საქართველოში ყოფნის შესახებ? - ეს არის მთავარი კითხვა რომელზეც პასუხი არ არსებობს. ან შეიძლება არსებობს მაგრამ არ ამბობენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრები ხომ სახელწიფო უსართხოების სამსახურის თანამშროლის ბინაში ცხოვრობდნენ და ქირავნობის ხელშეკრულებაც ოფიციალურდ ჰქონდათ გაფორმებული. 

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თურქული მხარე დამნაშავეთა დაჯგუფების წევრების ექსტრადირებას მოითხოვს. ამ ეტაპზე კი ცხრავე დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთა ედებათ. ქართველ სამართალდამცველებს ახლა ახალი დავალება აქვთ - იპოვონ და დააკავონ დაჯგუფება ჯაჭვის ლიდერი,რომელიც საქართველოში ახლაც თავისუფლად გადაადგილდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი