გიული ალასანიამ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოშიმშილე პაატა ბურჭულაძე მოინახულა 

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პაატა ბურჭულაძე მოინახულა, რომელიც უკვე მე-2 დღეა  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს:

 "დიდი მადლობა ქალბატონ გიულის სტუმრობისთვის და თბილი სიტყვებისთვის. მე მჯერა, რომ მოაზროვნე და პროგრესული საქართველო გადაარჩენს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და გადარჩება ქვეყანა",-წერს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

გიულ ალასანიამ დღეს პარლამენტის დეპუტატებიც მოინახულა, რომლებიც ამავე მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი